ინგლისური ენის ცოდნის აქტუალურობა და მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში


Parallelogram: Art and Design
• Graphic Designer
• Galary curator

,Oval: Publishing & Media
• Journalist
• Editor
• Writer
პროექტი
ინგლისური ენის ცოდნის აქტუალურობა და მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში
პროექტის ხელმძღვანელი: 

სსიპ. ქალაქ ქუთაისის N13 საჯარო სკოლის
ინგლისური ენის
უფროსი მასწავლებელი
მარინა ლივინა

პროექტის სახელწოდება: ინგლისური ენის ცოდნის აქტუალურობა და მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში

პროექტის მთავარი იდეა:  სკოლის მოსწავლეები დარწმუნდნენ ინგლისური ენის სწავლის აუცილებლობაში.

პროექტის აქტუალობა: 
საქართველო ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა.
უცხოური ენის გარეშე წარმოუდგენელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი
პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება. უცხო ენა, როგორც
ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი
სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება. ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას
ითვალისწინებს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საშუალო საფეხურზე
უცხოური ენების სწავლება ისახავს პრაქტიკულ მიზანს.


პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა ჩაატარონ გამოკითხვა სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებთან და გაარკვიონ რამდენად მნიშვნელოვანია მათ საქმიანობაში ინგლისური ენის ცოდნა. ამით მოსწავლეებს უყალიბდებათ ინფორმაციის კვლევა-ძიების, ლოგიკური აზროვნების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

მოსწავლეთა ასაკი: 16-17-18

ვადები/ხანგრძლივობა:  3 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: 

მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ დღეს 21-ე საუკუნეში უცხო ენის და განსაკუთრებით ინგლისური ენის ცოდნა წარმატების, წინსვლის და კარიერული ზრდის საწინდარია.
 კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა მოკლედ უნდა დაბეჭდონ ელექტრონული მასალის სახით. იქ აღნიშნული უნდა იყოს რომელ პროფესიულ სფეროს და რამდენად ესაჭიროება ინგლისური ენის ფლობა. შემდეგ მოსწავლეებმა უნდა დაამზადონ საინფორმაციო ფლაერები მინი ბროშურები ან ბუკლეტები და მოახდინონ მათი დარიგება სხვადასხა კლასის მოსწავლეებში.

პროექტის მსვლელობა:

ეტაპი 1. 
გამოკითხვის საფუძველზე მასწავლებელი მიიღებს ინფორმაციას ვის და რომელ სფეროში სურს განათლების მიღება და დასაქმება მომავალში და  სურვილის წარმატებით განხორციელებისათვის რა პირობებია აუცილებელი.

ეტაპი 2 
მას შემდეგ რაც მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე რომ ინგლისური ენის ფლობა წარმატების საწინდარია, მოსწავლეები ირჩევენ პროექტის თემას და  მოჰყავთ არგუმენტები თუ რამდენად საჭიროა ამ პროექტის ჩატარება.

ეტაპი 3 
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს 3 კაციან ჯგუფებად   
შემთხვევითობის პრინციპით.

ეტაპი 4 
ჯგუფები მიდიან სხვადასხვა ორგანიზაციებში და აწარმოებენ გამოკითხვას ინტერვიუს სახით, თუ რამდენად სჭირდებათ დასაქმებულებს ინგლისური ენის ფლობა და რა პრობლემებს აწყდებიან ინგლისურის არცოდნის გამო თავიანთ საქმიანობაში.


ეტაპი 5.
 


მოსწავლეები ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში რამდენადაა მოთხოვნადი ინგლისური ენის ცოდნა
.


ეტაპი 6.
  

მოპოვებულ ინფორმაციის საფუძველზე ისინი ბეჭდავენ  და ამზადებენ საინფორმაციო ფლაერებს, მინი-ბროშურებს ან ბუკლეტებს და ახდენენ მათ დარიგებას სხვადასხა კლასის მოსწავლეებში.

 

ეტაპი7.
  
პროგრამა Power Point-ში მოამზადებენ პრეზენტაციას და დიაგრამის სახით წარმოადგენენ  დასაქმებულთა მიერ ინგლისური ენის ცოდნის სტატისტიკურ მონაცემებს.


პროექტისთვის საჭირო რესურსები:
დიქტოფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი ,პროექტორი, პრინტერი, საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ისტ-ი. უცხ.ს.VIII.12.მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო. უცხ.ს.VIII.13მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.




 
დასვნა:
პროექტის განხორციელების შედეგად მოვახდინე ინგლისური ენის პოპულარიზაცია მოზარდებში.
მოსწავლეებმა დაინახეს  რაოდენ მნიშვნელოვანია ინგლისური ენის როლი თანამედროვე რეალობაში ნებისმიერი სფეროს და დარგის წარმომადგენლებში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში, სადაც აქტიურად მყარდება საერთაშორისო ურთიერთობები.





No comments:

Post a Comment

EMAZE.ME   <iframe src="https://app.emaze.com/@AOTRZOZWC/welcome-to-the-virtual-lesson" width="960px" height="54...