პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის გაზიარების რეფლექსია და კვლევის ლინკი






ინგლისური ენის გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა

https://drive.google.com/open?id=1O2reMU2sdvwDp_KjzUe_HWc4X0h0XMUc



სსიპ. . ქუთაისის N 13 საჯარო სკოლის
ინგლისური ენის უფროსი მასწავლებლის
მარინა ლივინას

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის თემის შერჩევისას, ვეყრდნობოდი საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის 41- მუხლის, შემდეგ პუნქტებს:
 . ) სასწავლო პროცესისათვის იმ ტიპის აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს სოციალურ და სამოქალაქო კომპეტენციებს-- საკუთარი აზრის დაფიქსირება და დაცვა, განსხვავებული აზრის პატივისცემა და გათვალისწინება, ტოლერანტობა, კონფლიქტების პრევენცია და მოგვარება, დემოკრატიული პრიციპების აღიარება და სხვა...
 . ) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლის პროცესში ყველა მოსწავლის (მათი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით) მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა ჯგუფურ მუშაობებში...
ზოგადი განათლების სისტემის  უმთავრესი პრიორიტეტი განათლების ხარისხისა დახელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა
გამომდინარე აქედან განვახორციელე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კველავა ჩემს პრაქტიკაში მეტად აქტუალურ თემაზე კერძოდ:
„ინგლისური ენის გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების კვლევა.“
სკოლის საბაზო საშუალო საფეხურიდან მიახლოებით  მე-8 - მე-9 კლასიდან მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის ხარისხი იკლებს, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სასწავლო წლის მანძილზე პასიურია გაკვეთილზე, აღარ ასრულებს საშინაო დავალებებს, ეზარებათ საშინაო დავალებების მომზადება. რთულდება მოსწავლეების გაკვეთილით დაინტერესება და მათი აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. ისინი თანდათან შორდებიან საგანს და ზედაპირულად ეკიდებიან სასწავლო პროცესს. ყოველივე ეს აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე
არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ, გრძელდება წლების განმავლობაში და მისი საბოლოო მოგვარების, ან შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. პრობლემა პრობლემად რჩება - მოსწავლეთა უმეტესობა დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, მათ არ გააჩნიათ სწავლისადმი არც შინაგანი და არც გარეგანი მოტივაცია, რადგან არც დაწერილი ქულა აინტერესებთ და არც სადამსჯელო სანქცია არსებობს, რეალური, რაც მათი ქცევის ცვლილებას გამოიწვევდა.
. ქუთაისის #13 საჯარო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე 2017-18 სასწავლო წელს გადავწყვიტე  ჩამეტარებინა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა საგაკვეთილო პროცესში და ცოდნის დონის ამაღლება.  კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჯამში 81 მოსწავლე, აქედან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 63-მა მოსწავლემკვლევის დროს გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: საკვლევ კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოვიყენე კვლევის როგორც თვისებრივი (ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება), ისე რაოდენობრივი მეთოდები( დახურული და ღია ანკეტირება); დავგეგმე ინტერვენციები: კითხვარების შევსება ექვსი თვის განმავლობაში, თანაბარი სიძლიერის ჯგუფების შექმნა, ჯგუფური მუშაობები და დიფერენცირებული ჯგუფების შექმნა, სადაც შემაჯამებლებში მიღებული ქულების მიხედვით მოხდა  მოსწავლეების ჯგუფებში დიფერენცირება
კვლევის შედეგებიმონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე მივიღე შედეგი, მოხდა მოსწავლეთა დაინტერესება, ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, გაუმჯობესდა სწავლის შედეგები და გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, მოსწავლეებისთვის დამატებითი რესურსები შევიტანე სასწავლო პროცესის დროს, რამაც გამოიწვია მათი დაინტრესება.
დასკვნამიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საჭიროა კომპლექსური ცვლილებების განხორციელდეს სახელმძღვანელოებთან მიმართებაში საჯარო სკოლებში სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უნდა შეგვეძლოს 21- საუკუნის უნარ-ჩვევები გამოვუმუშაოთ ახალგაზრდებს, რათა გახდნენ ისინი კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევების წინაშე.
კვლევის დასრულების შემდეგ ვიმუშავე  კველვის ანგარიშზე და  მოვახდინე ჩემი კვლევის  შედეგების გაზიარება კოლეგებთან.
იმისათვისრომ კვლევის შედეგების გაზიარება მომეხდინა ეფექტურად კვლევის ანგარიში წარვადგინე პრეზენტაციის სახით.
პედაგოგებს გაუზიარე შემდეგი საკითხები:
ნაშრომი შედგება შვიდი თავისგან:
შესავალი
თავი I
*      ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
*      საკვლევი საკითხის მიმოხილვა
*      პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
თავი II
*       ლიტერატურის მიმოხილვა
თავი III
*       საკვლევი კითხვების ფორმულირება
*       კვლევის მიზანი და ამოცანები
თავი IV
*      კვლევის მეთოდების განხილვა
*      ინტერვენციის დაგეგმვა
*      ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
*      მონაცემთა შეგროვება და შედეგების ანალიზი
თავი V /დიაგრამები /
*      ცოდნის მიღების მნიშვნელობა.
*      სწავლისადმი ინტერესის ზრდის პირობები
*      ინგლისური ენის შესწავლის სურვილი.
*      საშინაო დავალების შესრულებისათვის განკუთვნილი დრო.
*      დავალების შესრულების პროცესი
*       გრამატიკული დროების სირთულე
*      საინტერესო გაკვეთილის პირობები
თავი VI
*      პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა
თავი VII
*      პროექტის ვადები
*      მიგნებები და რეკომენდაციები
*      კვლევის ნაკლოვანებები
შემდეგ გავეცანით დასკვნას, გამოყენებული ლეტერეატურის ბიბლიოგრაფიას, მოსწავლეებისთვის გამოყენებულ კითხვარებს, დანართების სახით.
კვლევის გაზიარების შეხვედრამ ჩაიარა მეგობრულ და საინტერესო ატმოსფეროში, გაიმართა მცირე დისკუსია საკვლევი საკითხის და მიღებული შედეგების ირგვლივ.~
კოლეგების მხრიდან მიღებულმა უკუკავშირმა ნამდვილად აამაღლა ჩემი მოტივაცია და მზაობა ნებისმიერი ახალი გამოწვევის მიმართ. ჩატარებულმა კვლევამ გაამდიდრა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა, დახვეწა  მოსწავლეებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები, საინტერესო და ნაყოფიერი გახადა ჩემი ყოვედლდღიური პედაგოგიური მოღვაწეობა. კვლევის დასასრულს მადლობა გადავუხადე ჩემს პატარა მეგობრებს თანამშრომლობისა და მხარში დგომისათვის

პრეზენტაციის დასრულების შემდეგმივიღე კოლეგებისგან წერილობითი უკუკავშირი. რომელიც ატვირთულია ბაზაში ცალკე ფაილებად.
მიმაჩნია რომ კვლევაში განხილული თემა აქტუალურია ყველა საგნის პედაგოგისთვის.
დარწმუნებული ვარ რომ ჩემს კვლევაში განხორციელებული ინტერვენციები და მათი ანალიზის შედეგი დაეხმარება და გამოადგება ჩემს კოლეგებს საგაკვეთილო პროცესში როდესაც საკუთარ პრაქტიკაში შეექმნებათ მსგავსი პრობლემები და მომავალში გამოადგებათ მოსწავლეთა ჩართულობის გზების გასაუმჯობესებლად და საგაკვეთილო პროცესის მართვის გასაუმჯობესებლად.



























































































































Parallelogram: Art and Design
• Graphic Designer
• Galary curator

,Oval: Publishing & Media
• Journalist
• Editor
• Writer





































No comments:

Post a Comment

EMAZE.ME   <iframe src="https://app.emaze.com/@AOTRZOZWC/welcome-to-the-virtual-lesson" width="960px" height="54...