Friday, June 21, 2019

პროექტ გაკვეთილი : ევროპა ჩვენს გაკვეთილზე

სასწავლო პროექტის ავტორი
სსიპ. ქ.ქუთაისის N 13 საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი: მარინა ლივინა
პროექტის თემის დასახელება
ევროპა ჩვენს გაკვეთილზე
თემის შინაარსი
მოსწავლეები  მოიძიებენ  ინფორმაციებს ევროპის  იმ  ქვეყნების  შესახებ  რომელშიც  მათ  სურთ  მოგზაურობა  და   წარმოადგენენ  პრეზენტაციებს.
საგანი
ინგლისური და ქართული ენები
დონე/კლასი
კლ. დაწყებითი საფეხური - V დონე (V)

განხორციელების დროის ჩარჩო
3 – 40 წუთიანი გაკვეთილი
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
უცხ.უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ
ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება
(მაგ., ზეიმის მოწყობა, გენეალოგიური ხის
შედგენა, ზღაპრის დადგმა და სხვა).

უცხ.დ.V.17. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.დ.V.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება (მაგ., ისტორიის, მითოლოგიის სფეროდან).

უცხ.დ.V.9. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.

უცხ.დ.V.14. მოსწავლეს გამომუშავებული
აქვს მეტყველები-სათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

უცხ.დ.V.21. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

უცხ.დ.V.22. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

უცხ.დ.V.23. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.დ.V.24. მოსწავ-ლეს აქვს კონსტრუქ-ციული დამოკიდე-ბულება დაბრკოლებების მიმართ.

უცხ.დ.V.27. მოსწავლეს შეუძლია< თანაკლასელებთან ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.

პროექტის სასწვლო მიზნები და შედეგები
მედიაწიგნიერება  
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, 
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
·         მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
·         მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
·         ზოგადი კითხვა
·         თემატური კითხვები
·         შინაარსობრივი კითზვები

Ø  ვის  უყვარს  მოგზაურობა?
Ø  ევროპის რომელ ქვეყანაშ  იმოგზაურებდი?
Ø  რატომ იმოგზაურებდი?
Ø  ვისთან ერთად იმოგზაურებდი?
Ø  რას ნახავდი?
Ø  რას  გააკეთებდი?
შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

კლასის  კვლევა (გამოკითხვა) შემდეგ საკითხზე : რომელი ევროპის ვეყანა აინტერესებდათ უფრო მეტად.
·         დიაგრამის შედგენა
·         კვლევის (გამოკითხვის) საფუძველზე  პროექტის  გეგმის  შედგენა
·         მოსწავლეთა  დაყოფა  ჯგუფებად  საერთო  ინტერესების  გათვალისწინებით

მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს

ეტაპი 1 მოსწავლეთა  ჯგუფების  მიერ  ინფორმაციების  მოძიება
    ეტაპი 2  პრეზენტაციის მომზადება
    ეტაპი 3  პლაკატის  დამზადება

მასწავლებლის პოზიცია პროექტის შესრულების პერიოდში
მოსწავლეთა ჯგუფებზე არაფორმალური დაკვირვება
ფასილიტაცია
         
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი( პროექტის აღწერა)
პროექტზე  მუშაობის  დაწყებამდე  ვაწარმოე  კლასის  კვლევა  რაც  დაგვეხმარა მოსწავლეთა მიზნობრივ ჯგუფებად  დაყოფაში  მათი  ინტერესების  მიხედვით. კვლევის  შედეგზე  დაყრდნობით  შევადგინეთ  დიაგრამა  რომელზეც  პროცენტულად  გამოვსახეთ  მოსწავლეთა  ინტერესების გათვალისწინებით  თუ  რომელი  ქვეყანა  ლიდერობს  იმ ქვეყნებს შორის  რომელშიც  მათ  სურთ  მოგზაურობა .  მოსწავლეებმა  მოიძიეს  ინფორმაციები  და  პროცენტული  მაჩვენებლის  გათვალისწინებით  ავაწყვეთ  პრეზენტაცია .
პროექტზე  მუშაობის  დროს  ვახდენდი  მოსწავლეებზე  არაპორმალურ  დაკვირვებას  და  ვაძლევდი  მიმართულებებს  საჭიროების  შემთხვევაში.
პროექტის  დასრულების  შემდეგ  კვლავ  ვაწარმოეთ  კლასის  კვლევა  პროექტის  დაწყებამდე  გამოყენებული  კითხვარის  მსგავსი  კითხვარის  გამოყენებით  და  შედეგად  მივიღეთ  შემდეგი  პროდუქტი:  დიაგრამა (რომელმაც  გვიჩვენა  ოდნავ  განსხვავებული  სურათი იმისა , რომ  გარკვეული  ინფორმაციის  მიღების  შემდეგ ევროპის სხვადასხვა  ქვეყნების  შესახებ  მოსწავლეებს  შეეცვალათ  ინტერესები  და  გაუჩნდათ  სხვა  ქვეყნებში  მოგზაურობის  სურვილიც ), ბროშურა,პლაკატი.

პროექტისათვის საჭირო სასწავლო რესურსები
         ტექნიკა

·         კომპიუტერი
·         ციფრული კამერა
·         ინტერნეტკავშირი
·         ლაზერული დისკი
·         ფერადი პრინტერი

         პროგრამული უზრუნველყოფა

·         ვორდის პროგრამა
·         მონაცემთა ბაზები/ცხრილები
·         ფოტოების დამუშავება
·         ინტერნეტძიება

ბეჭდვითი მასალები
სა    სახელმძღვანელო Building Blocks 5
დასკვნა

ევროპის შესახებ ინფორმირების მიწოდება საქართველოს სკოლაში მიმაჩნია მნიშვნელოვან წინაპირობაღ მომავალი თაობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის.
პროექტის ჩატარების შედეგად შევეცადე მეწოდებინა პროექტში მონაწილე მოსწავლეებისთვის ევროპული ფასეულობები. ასევე მათ აიმაღლეს სიტყვათა მარაგი ამ თემის ირგვლივ.
პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს ინგლისურ ენაზე გამართულად გამოხატათ აზრი მათთვის საინტერესო ევროპული ქვეყნის შესახებ და მათ გაეღვიძათ ევროპული ფასეულობების შემეცნებას  ინტერესი.  











რეფლექსია
პროექტის სახელწოდება:
ევროპა ჩვენს გაკვეთილზე


პროექტის განხორციელების იდეა გაჩნდა იმის საფუძველზე რომ ხაზი გამესვა და გამემახვილებინა თუ როგორ უნდა მიეწოდოს
ევროპული ფასეულობები ბავშვებს სკოლაში, რომ ისინი გახდნენ მათთვის
მიმზიდველი სწორედ იმის გამო, რომ ითვალისწინებენ ფართო დისკუსიას,
თავისუფალ გარჩევას, დიალოგურ კულტურას. ევროპის შესახებ ინფორმირების მიწოდება საქართველოს სკოლაში მიმაჩნია მნიშვნელოვან წინაპირობაღ მომავალი თაობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის. ასევე ესპროექტი განუვითარებს მოსავლეების უმნიშვნელოვანეს უნარჩვევებს როგორიცაა კვლება ძიების და ანალიზის უნარ ჩვევები.

პროექტის აქტუალურობა
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს დეკლარირებულად აღებული აქვს დასავლური, ანუ,ფართო გაგებით, ევროპული პოლიტიკური კურსი. შესაბამისად პროექტის თემა საინტერესოა და ახალი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.

სასწავლო პროექტი ხელს უწყობს  აქტუალური უნარების განვითარებას ისეთებს როროც არის:

·         ცოდნის კონსტრუირება
·         სწავლის პროცესში ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
·         პრობლემის გადაწყვეტა და ინოვაციურობა
·         კვლევა ძიების ანალიზის უნარჩვევები
·         კოლაბორაცია და ეფექტური კომუნიკაცია

პროექტის მიზნები და შედეგები:
Ø  მედიაწიგნიერების  უნარჩვევების გაუმჯობესება.
Ø  ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
Ø  ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, 
Ø  კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
Ø  იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ და განუვითარდეთ ინფორმაციის კვლევა-ძიების, ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევები.

პროექტის დაგეგმვვის ეტაპზე განვახორციელე კლასის კვლევა და ინტერესების გამოკვეთა, შევადგინეთ პრიორიტეტების დიაგრამა. ეს დიაგრამა    პროცენტულად  გამოვსახეთ  მოსწავლეთა  ინტერესების გათვალისწინებით  თუ  რომელი  ქვეყანა  ლიდერობს  იმ ქვეყნებს შორის  რომელშიც  მათ  სურთ  მოგზაურობა.
კლაში მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად ინტერესებიდან გამომდინარე.
ჯგუფებს დაევალა ინფორმაციის მოძებნა და  პროცენტული  მაჩვენებლის  გათვალისწინებით  ავაწყვეთ  პრეზენტაცია შემდეგ დამზადა საერთო პლაკატი თვალსაჩინოების რესურსის სახით. შესაბამისად, მოსწავლეების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა შემდეგი ეტაპებით : ეტაპი 1 - მოსწავლეთა  ჯგუფების  მიერ  ინფორმაციების  მოძიება. ეტაპი 2 -  პრეზენტაციის მომზადება. ეტაპი 3 - პლაკატის  დამზადება.
პროექტზე  მუშაობის  დროს  ვახდენდი  მოსწავლეებზე  არაფორმალურ 
დაკვირვებას  და  ვაძლევდი  მიმართულებებს  საჭიროების  შემთხვევაში.
პროექტის განხორციელებით მეც და მოსწავლეებიც კმაყოფილი დავრჩით.
თუმცა გამოიკვეთა მცირე ხარვეზები. ასაკობრივი და კოგნიტური თვისებების გამო მოსწავლეებს უჭირდათ ემოციების კონტროლი და თვითრეგულაცია ჯგუფური მუშაობის დროს რაც იწვევდა მცირე ხმაურს და დროის რეგლამენტის მცირე გადაცდომას.
მომავალში გავითვალისწინებ ამ ხარვეზის მიზეზებს და მსაგავს პროექტზე მუშაობის წინ უფრო მკაფიოდ გავივლი მოსწავლეებთან ჯგუფური მუშაობის წესებს და რეგულაციეს.

პროექტის ხელმძღვანელი:
სსიპ. ქ.ქუთაისი N 13 საკარო სკოლის
ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი
მარინა ლივინა



No comments:

Post a Comment

EMAZE.ME   <iframe src="https://app.emaze.com/@AOTRZOZWC/welcome-to-the-virtual-lesson" width="960px" height="54...